გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო

12-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაურის თქმით, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც მიხეილ გომიაშვილს უხვად ჰქონდა.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო.


მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.


ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031