გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სეს მოუწოდებს მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენონ

15-09-2022

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება. მავნებელი ტყის პირებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ გადაადგილდება, რის გამოც, იგი ხშირად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ეფექტურია სახლის პირობებში მავნებლის მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და გააქტიურება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად აგრძელებს მავნებლის მონიტორინგსა და ბრძოლის სხვა ღონისძიებებს. დასავლეთ საქართველოში ტერიტორიები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდების გამოყენებით მუშავდება, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსებულია „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ და მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან: გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას; ეფექტურია ე.წ. მოიზიდე და გაანადგურე" მეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.

ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.

მექანიკური ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/488

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930