15-09-2022
,,მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია,’’ - წერს გია გაბრიჭიძე სოსო გოგაშვილის შესახებ.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, "უმძიმეს დავალებებს" აძლევდა?
"ირაკლი კობახიძე - მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა. მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია. გთხოვთ ჩართოთ უმარტივესი ლოგიკა. როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, "უმძიმეს დავალებებს" აძლევდა? და მეორეც - თუ ისეთი დავალებები იყო, რატომ ასრულებდა? რატომ არ თქვა - არა "სოსო გოგაშვილი არ იყიდება!" (ფრაზა ქალბატონი თიას ინტერვიუდან) და რატომ არ გაასაჯაროვა? იქნებ ვინმე სხვა "აძლევდა დავალებებს" ივანიშვილის სახელით? როგორ გგონიათ გოგაშვილი იმის ჩიტია ასე "ჩერეზ-ჩერეზ" მიეღო "უმძიმესი დავალებები" და პირდაპირი შეხვედრა არ მოეთხოვა? "ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან". აი ეს არის ყველაფერი რაც ივანიშვილის და გოგაშვილის "ურთიერთობაზე" შეიძლება ითქვას,’’ - წერს გია გაბრიჭიძე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||