გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

15-09-2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

​

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031