გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია შპს „ბექაურის ვენახების“ ღვინის საწარმოში იმყოფებოდა

21-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის    მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემო ხოდაშენში,  კომპანიის „ბექაურის ვენახები“ ყურძნის მიღების პროცესს გაეცნენ და ღვინის საწარმო დაათვალიერეს.


შპს „ბექაურის ვენახები“  100 ჰექტარზე მეტ ვენახს  ფლობს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა;   კომპანიაში, ჯამში,  50   ადამიანია დასაქმებული.  „ბექაურის ვენახები“, წელს 60,000-მდე ბოთლი  ღვინის რეალიზაციას  ჩინეთის ბაზარზე გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ  ქვეყნის მასშტაბით, ღვინის წარმოების განვითარებისათვის, გაცემულია 316 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს თანადაფინანსება 58 მლნ  ლარს აღემატება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930