გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

11-07-2018

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. 
ამისი შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ჯერ გუნდს წარუდგენს, შემდეგ კი საზოგადოებისთვის განცხადებას გააკეთებს.
„დღეს გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრი თავის გუნდთან ერთად წარადგენს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს.
ასევე იცით, რომ პოლიტსაბჭო დაამტკიცებს ამ შემადგენლობას და შემდეგ პრემიერი სახელობით წარუდგენს საზოგადოებასა და მედიას იმ ადამიანებს, რომელიც მან მინისტრთა კაბინეტისთვის შეარჩია“- განაცხადა თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31