გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა

11-07-2018

იუსტიციის მინიტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ შალვა შავგულიძემ პროკურორობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მისივე თქმით, შავგულიძემ ეს გადაწყვეტილება ოთარ კახიძის კონსულტაციის შემდეგ მიიღო. 

„საპროკურორო საბჭომ დღეს ყველას დაანახა, რომ ის არის ერთსულოვანი იმაში, რომ მათი მოსაწონი კანდიდატი არის ამ ეტაპზე შალვა თადუმაძე. ბატონმა შალვა შავგულიძემ, სამწუხაროდ, თავისი კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც ბატონი ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და მას გაუწია კონსულტაცია, რომ კანდიდატურა მოეხსნა“- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ,  შალვა შავგულიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და პროკურორობის პოსტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930