გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

28-09-2022

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.


"მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს",-წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031