გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომავალ წელს თურქეთისგან 46 ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ - თავდაცვის მინისტრი

7-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები თურქული მხარისგან 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს.


თავდაცვის მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ მსხვილი შეიარაღება შეიძინოს. „გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ -
განაცხადა მინისტრმა.


მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა.


„ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930