გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილი ბულინგსა და შანტაჟს არ ექვემდებარება

7-10-2022

მე ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, რაღაც განსაცდელიც გაგვივლია ერთად და ეს პიროვნება არ ექვემდებარება ბულინგსა და შანტაჟს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, „ბევრი მხრიდან მიუდგნენ, მოუდგნენ, მაგრამ ვერ აგოიმებენ“.


„არ გოიმდება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - არ სვეტსკობს. ჩვენებური გოიმების უბედურება ხომ სვეტსკობიდან იწყება და ეს კაცი ცხოვრობს... თავისი მშობლიური სივრცე საკმარია მისთვის, ბედნიერებისთვის. სხვაგან არ ეძებს. ხომ ჰგონიათ ჩვენთან, რომ სადღაც არის ბედნიერება. რაც ღმერთმა მისცა, იმით არის ბედნიერი. ამ კაცს აქვს თავის სამშობლო, განსხვავებით ბევრი იმ ადამიანისგან, ვინც შედის ხოლმე პოლიტიკაში და ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს და სამშობლოსაც ივიწყებს, დედასაც, მამასაც, შვილსაც. კაცს, რომელსაც თავისი ოჯახი და სამშობლო ეძვირფასება, ვერ დააგოიმებ“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930