გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პიტერ ფიშერი: მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის

10-10-2022

მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის-ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.


"ვმონაწილეობ რთველში, წინანდლის ისტორიულ ვენახში. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის",-წერს გერმანიის ელჩი "ტვიტერში".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31