გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი: უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით

11-10-2022

უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.


„უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ აირს 4-ჯერ ძვირად ყიდის იმ ფასზე, რა ფასადაც მას თავის მრეწველებს სთავაზობს“, - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკური დასუსტება არავის ინტერესში არ შედის.


„ევროპის ეკონომიკური დასუსტება ამერიკელი პარტნიორების ინტერესში არ შედის. უნდა გამოვნახოთ უფრო დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31