13-10-2022
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
"დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||