გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ

15-10-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.


შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის მიმდინარე და 2023 წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე რეგიონსა და მსოფლიოში.


აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.


საუბარი შეეხო სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის პროცესში.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31