გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: მაშინ, როცა ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

15-10-2022

„მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს კანდიდატის სტატუსის ირგვლივ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს, „ქართული ოცნების“ მთელი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლოდ ვთვლი, მჯერა, რომ ამ შეცდომას გააცნობიერებენ და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსიც და მალე სრულფასოვანი წევრებიც გავხდებით.

 

„მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს კანდიდატის სტატუსის ირგვლივ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს; მაშინ, როცა ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა; მაშინ, როცა შინ და გარეთ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს; ქართული ოცნების მთელი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. როგორც არ უნდა ატრიალოს ოპოზიციამ ეს თემა - ფაქტი სახეზეა. ქართულმა ოცნებამ დაიწყო 12 პუნქტიანი გეგმის სრულფასოვნად შესრულების პროცესი. ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა უამრავი მაღალი დონის შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლოდ ვთვლი, მჯერა, რომ ამ შეცდომას გააცნობიერებენ და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსიც და მალე სრულფასოვანი წევრებიც გავხდებით“- წერს ანდრია გვიდიანი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930