გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის მთავრობას ბართინის მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა

15-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.


„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას" - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31