გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლატვიელმა სპეციალისტებმა მერძეული მიმართულების პირველადი წარმოების ბიოუსაფრთხოებისა და მოწყობის საკითხებზე ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიარეს

21-10-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში გამართულ შეხვედრაზე, ლატვიელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს, ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესოპერატორებს მერძეული მიმართულების პირველადი წარმოების ბიოუსაფრთხოების, მოწყობისა და კონტროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


ლატვიის გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია საქართველოში პირველადი წარმოების გაუმჯობესების, ევროსტანდარტებთან შესაბამისობის, აგრეთვე კონტროლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის სრულყოფის მიზნით.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; ფერმერებმა უცხოელ ექსპერტებს მათი საქმიანობისა და დარგში არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.


საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) „სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031