გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

24-10-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა.


შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობაზე.


ფინანსთა მინისტრსა და თურქ დიპლომატს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის მიმართულებით.


თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930