გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“? - გოგა ხაინდრავა

26-10-2022

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ უკუსვლა გამოიწვია და ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.


ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ნედ პრაისი თავის განცხადებებში ცრუობს და პარტნიორ ქვეყნებს ცილს სწამებს:


„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, ცილს სწამებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს. როდესაც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - 308 დეპუტატი ცრუობს, ცილს სწამებს პარტნიორ ქვეყანას. მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031