გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაპრალი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია

1-11-2022

ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


კაპრალმა თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა. მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში - უკრაინელი.


მსოფლიოს პარამკლავჭიდის ჩემპიონატი თურქეთში, ქ.სტამბოლში ჩატარდა, რომელშიც 54 ქვეყანა
მონაწილეობდა. 


თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.


თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031