გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის შვედეთის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს

2-11-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა.


შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. 


სემინარს შვედეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ჰამპე კლაინი და უორენტ ოფიცერი ანდერს პალსონი უძღვებოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც გეგმავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31