გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

3-11-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰადას ესტერ მეიცადს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა, ისრაელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდება.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930