გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

7-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო.


შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.


მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისსაერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.


ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილიგაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31