გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად

8-11-2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაგაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში - "ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში"  - მიიღო მონაწილეობა. 
 
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად. 
 
"მონაწილეობა მივიღე გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატშიგამართულ მაღალი დონის შეხვედრაში.  ინფორმაციით დატვირთულ დისკუსიებს ვაწარმოებთ სუფთა ენერგიის მოხმარების მნიშვნელობის შესახებ. წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად",- წერს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930