გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - სა და Skillwill- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9-11-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Skillwill-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობის ფარგლებში სქილვილის სტუდენტებს შეეძლებათ ეწვიონ სააგენტოს რეგიონულ ტექნოპარკებს, სადაც მიეცემათ მეცადინეობის და სივრცის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. ამასთანავე, სქილვილი გამოთქვამს მზაობას, საკუთარი პროგრამების ფარგლებში, დაუფინანსოს სწავლა რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიციარებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.


Skillwill არის აკადემია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს დეველოპერი ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე ან აქვს გარკვეული ცოდნა და სურს სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას.


სტუდენტების მიღება დაიწყო ივლისში. კამპანიის ფარგლებში, სქილვილის მენეჯმენტმა, ჯიტასთან თანამშრომლობით, ჩაატარა შეხვედრები რეგიონებში და პირველი ნაკადი 3 კვირაში სრულად შეივსო. შემდეგი ნაკადის მიღება 18 ნოემბერს იგეგმება. კურსებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ სქილვილის ვებგვერდს www.skillwill.ge და დაიწყონ პროგრამირების შესწავლა.


მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მხარეების თქმით, ხელს უწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031