გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას

12-11-2022

დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.


მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი მხატვრის უნიკალური  მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად.


"დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას.


ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.


დიდი მხატვრის უნიკალური  მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31