გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში, საბავშვო ბაღებს ახალი სათამაშოები გადაეცათ

13-11-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს ახალი სათამაშოები აქვს.


ბავშვებისთვის 15 000 ლარამდე ღირებულების, მაღალი ხარისხის და სხვადასხვა დასახელების უსაფრთხო სათამაშოების კომპლექტი, ქველმოქმედების მიზნით, კომპანია “რიზორთ ბლუ დაიმონდმა” შეიძინა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გადაეცა.


საბავშვო ბაღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე,  კომპანიის დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ და მრავალფეროვანი და ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სათამაშოებით პატარები გაახარეს.


ახალი სათამაშოები, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღის  32-მა ჯგუფმა მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31