გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში ახალი გარე განათების სისტემები მოეწყო

16-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში გარე განათების სისტემების მოწყობა აქტიურად გრძელდება. 


ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებულია ქალაქ ვალეში და მუნიციპალიტეტის 12 სოფელში. ესენია: წყორძა, გურკელი, წინუბანი, წნისი, ტატანისი, სვირი, ბოგა, ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა, ივლიტა და ჯულღა. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


გარდა ამისა, მიმდინარე წელს ახალი გარე განათების სისტემები მოეწყობა სოფლებში აწყურში, ტყემლანასა და მუგარეთშიც.


სამუშაოების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.


პროექტები ადგილობრივ მამაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, დასახლების საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე შეარჩიეს.


გარე განათებების მოწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები   მომავალშიც გაგრძელდება. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031