გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

8-01-2018

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს, 8 იანვარს  თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

 

საბურთალოს რაიონი

 

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031