გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა; ვერცერთმა ნაცმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე "მოტირალებმა" ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ

19-11-2022

,,მახსოვს 2009 წელს "საკნების აქციის" დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, "ქუჩის გაზეთის" რედაქციის საკანთან მოდიოდა და გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა,” - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ნაცებმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველებმა გარეთ გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ.

 

,,დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ბოკერია ისევ ყელყელაობს, მისი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ბოძებზე ჩამოკიდებით იმუქრება. სახალხო დამცველები და არასამთავრობოები ისე არიან გართული დემოკრატიის მშენებლობაში, რომ ამ დამნაშავეების ბოგინს ვერ ამჩნევენ მახსოვს 2009 წელს "საკნების აქციის" დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, "ქუჩის გაზეთის" რედაქციის საკანთან მოდიოდა და იმ პოლიტიკანებისგან განსხვავებით, რომლებიც პარლამენტის წინ პოდიუმზე უკანალს აქიცინებდნენ, რომლებიც დღეს სწორედ ბოკერიების და გრიგალაშვილების გვერდით დგანან, გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა. დღეს ვერცერთმა ნაცმა, ბოკერიებმა, მათთან მიტმასნილებმა და მითუმეტეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე "მოტირალებმა" არამც თუ ტელევიზიებში მოთქმა და მუქარა, ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ,” - წერს გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031