გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ქარუმიძე: ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესანიშნავი ფილმია და ყველა იმ ოსკარს იმსახურებს, რომელიც მიიღო; კრამერი საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ სამწუხარო ამბავია

23-11-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და პარალელს რობერტ ბენტონის ფსიქოლოგიურ დრამასთან ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” ავლებს.


როგორც ლევან ქარუმიძე წერს, ფილმისგან განსხვავებით, რომელიც ოსკარის 5 ნომინაციაშია გამარჯვებული ,,კრამერი საქართველოს წინააღმდეგ”, მხოლოდ სამწუხარო ამბავია, რომელიც ,,ოქროს ჟოლოს” ნომინაციასაც კი არ იმსახურებს, რომლითაც ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარისტს, რეჟისორს, თუ კომპოზიტორს აჯილდოვებენ.


,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესანიშნავი ფილმია. ყველა იმ ოსკარს იმსახურებს, რომელიც მიიღო. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ სამწუხარო ამბავია. ,,ოქროს ჟოლოს” ნომინაციასაც კი არ იმსახურებს,” - წერს ლევან ქარუმიძე Twitter - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031