გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე

28-11-2022

ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ეს ციფრი 3%-მდე დაიწევს.


„ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე.

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ჩვენ ჩამოვწევთ დეფიციტს თითქმის 3%-მდე", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31