გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ჭიჭინაძეს არ ვიცნობ, ამიტომ ჩემდამი ასეთი აგდებული დამოკიდებულება გასაკვირია

19-07-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არ ყოფილა.
წულუკიანის თქმითვე, ის ჭიჭინაძეს არ იცნობს, ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ აკრიტიკებდა დეპუტატი.
„პარტიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში არ ვყოფილვარ ჩართული და მედიიდან შევიტყვე. ახლა რადგან ეს პროცესი დასრულდა, შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ არასდროს არ მქონია შესაძლებლობა ბატობ დავით ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ, არც ვარ შეხვედრილი. შესაბამისად, მისი ჩემდამი ასეთი კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930