გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, კარატეში, ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა

5-12-2022

ქალაქ კასპის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კარატეში. ტურნირში მონაწილეობდნენ 6-დან 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 25 კლუბის 250 -მდე სპორტსმენი.

 

ტურნირში ლევან ძამუკაშვილის მშობლების მიერ დაწესებული პრიზი 15 წლის ზესტაფონელმა საბა ჩიხუამ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი პირადად ლევან ძამუკაშვილის მშობლებმა გადასცეს.

 

ტურნირის გამარჯვებულ ყველა სპორტსმენი მედლებით და დიპლომები დაჯილდოვდნენ.

 

ლევან ძამუკაშვილი 15 წლის, ფინალური ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მუნიციპალიტეტში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაწესდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930