გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA -ს მხარდაჭერით, HR პროფესიონალთა ასოციაციამ საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბურიHR გაციფრულების კვირეულიდაიწყო

5-12-2022

GITA-ს მხარდაჭერითა და HRPA Georgia - ს ორგანიზებით, სასტუმრო ბილტმორ თბილისში,HR გაციფრულების კვირეული დაიწყო, რომელსაც დაესწრო საჯარო და კერძო სექტორის 500 - მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, HR გაციფრულების კომპანიები/სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენელი.

 

ღონისძიების განმავლობაში, საერთაშორისო სპიკერებთან ერთად, განხილული იყო  HR გაციფრულების გლობალური ტენდენციები; გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის HR პროფესიონალებისა და HR გაციფრულების სტარტაპების/კომპანიების პანელები. სამივე პანელის გაერთიანებით, დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად შეაჯამა არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. HR გაციფრულების კვირეულმა ასევე უმასპინძლა HR გაციფრულების სტარტაპებისა და კომპანიების გამოფენას და წარადგინა HR პროცესების გაციფრულების წარმატებული „ქეისი“ კონკრეტული კომპანიის მაგალითზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930