გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

20-07-2018

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი უკნიდან იმ დროს შეეჯახა, როცა მანქანა ნაგვის ურნებთან უნდა გაჩერებულიყო. „თბილსერვისის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.


შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, გარდაცვლილია - ერთი. გამოძიოება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს.



http://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031