გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

15-12-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის უწყების გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს.


უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კოდექსთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031