გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ერთი პირი დააკავეს

21-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა.


შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა თ.ბ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930