გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება

17-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოეხმაურა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.


„ნაყოფიერი საუბარი მქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე. რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31