გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა მანჯგალაძე რეზოლუციაზე: არ მაინტერესებს ეგ საკითხი, რომ შვიდი, თუ 15 წლის უკან ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი

19-12-2022

არ მაინტერესებს ეგ საკითხი, - ასე უპასუხა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა.

 

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არ არის საინტერესო შვიდი წლის წინ, ვინ რას მოაწერა ხელი.

 

,,არ მაინტერესებს ეგ საკითხი. ღალატად მიმაჩნია ის, რომ ,,ქართული ოცნების’’ პირობებში მავთულხლართების გავლებამ ე.წ ასევე, ინსტალაციების მოწყობამ, როგორც ლაპარაკობენ, გამოიწვია ის, რომ მშვიდობის პერიოდში, სამი სოხუმის მასშტაბის ტერიტორია არის შემოღობილი და შვიდი ცხინვალის. აი, ამაზე ვისაუბროთ. და არა იმაზე, რომ შვიდი წლის უკან, თუ 15 წლის უკან, ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი,’’ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031