გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
ამ შხამიანი, გაურკვეველი შემადგენლობის "კოკა-კოლით", რომლითაც უნიტაზებს წმენდენ, ჭყონიამ ეროვნული პროდუქცია მოკლა - შალვა ნათელაშვილი

23-12-2022

ვარდების რევოლუციას ბადრი პატარკაციშვილი ცალკე აფინანსებდა, ივანიშვილი ცალკე აფინანსებდა, ჭყონია ცალკე აფინანსებდა, მთელი ქართული ბიზნესი აფინანსებდა - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში განაცხადა.


გადაცემის წამყვანის, დავით აქუბარდიას კითხვას - "ვარდების რევოლუციას" ჭყონიაც აფინანსებდა? შალვა ნათელაშვილმა უპასუხა: "ჭყონია ვის არ აფინანსებდა".


მისივე თქმით, ჭყონია აფინანსებს მათ, ვისზეც ამერიკის საელჩო ეტყვის.


"ჭყონიამ ჩააქრო და მოკლა ეროვნული პროდუქცია, ლიმონათები, ლაღიძეები და ყველაფერი ამ შხამიანი "კოკა-კოლით", რომელიც არის გაურკვეველი შემადგენლობის და რომელსაც, მაპატიეთ და, უნიტაზი რომ უნდა გაწმინდონ ნალექებისგან, ამისათვის იყენებენ" - განაცხადა ნათელაშვილმა.


აქუბარდიას თქმით კი, "კოკა-კოლა" მანქანების აკუმულატორების "კლემების" საუკეთესო გამწმენდია.


newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031