გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022"-ს ვინაობა ცნობილია

23-12-2022

სომელიელთა ასოციაციამ  წლის საუკეთესო სომელიე გამოავლინა.  სამი ფინალისტიდან გამარჯვებული ჟიურიმ შეარჩია.   ჟიურის წევრებს შორის იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.   


„ღვინო ჩვენი კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, ამავდროულად ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რითაც ვამაყობთ და პოპულარიზაციას ვუწევთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სომელიეს არსებობა, რომლის ფუნქციაც არის ჩვენი წამყვანი პროდუქტის გაცნობა საერთაშორისო მასშტაბით.  შესაბამისად ღონისძიებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


კონკურსი სომელიეთა ასოციაციამ უკვე მესამედ გამართა. წლის საუკეთესო სომელიეს გამოვლენის პარალელურად ღონისძიებაზე ახალბედა სომელიეები წარადგინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031