გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: დიდი სახელმწიფოები თავიანთ ქვეყნებში მშვიდობისთვის და საქართველოში ომისთვის იბრძვიან

27-12-2022

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკისა და ევროკავშირისთვის სააკაშვილი, არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის შესაქმნელად, იარაღია.


მისივე თქმით, სახელმწიფოები თავიანთ ქვეყნებში მშვიდობისთვის, ხოლო საქართველოში ომისთვის იბრძვიან.


„გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს ამერიკაში, ევროკავშირში და ა.შ., სააკაშვილი არეულობისთვის და, საბოლოოდ, მეორე ფრონტის გახსნისთვის სჭირდებათ. მთავარი არის, რომ სახელმწიფოები, მათ შორის, დიდი სახელმწიფოები, თავიანთ ქვეყანაში მშვიდობისთვის და საქართველოში ომისთვის იბრძვიან. საზოგადოებამ დაინახა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიცია შემდეგია: „კი ბატონო, დავეხმარებით უკრაინას სამხედრო ტექნიკით, ჰუმანიტარულად, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ომი არ იქნება“. იბრძვიან მშვიდობისთვის, რაც კარგია, მაგრამ იბრძვიან და იღვწიან იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ, „ხალხის ძალა“, ყოველთვის გავატარებთ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31