გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

28-12-2022

მიმდინარე წლის  27 დეკემბერს ონის ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

 

წინასაახალწლო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე ბავშვებმა ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლებს, პედაგოგებს და ხელმძღვანელს, მადლობა გადაუხადა მთელი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31