გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება

24-07-2018

2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. 
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. დღეს ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ეს არის წარსული და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, რომ რეალურად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930