გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს

7-01-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს.


მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.


მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მართლაც გამორჩეული დღესასწაულია – ის გახლავთ მომავლის იმედის, სიკეთისა და ერთობის სიმბოლო. სწორედ ურთიერთთანადგომა და ერის ერთსულოვნება გვაძლევს საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2023 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის.


კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ შობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და კეთილდღეობას გისურვებთ!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031