გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნებით მოხდება

24-07-2018

სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

„შუქნიშნებზე დამონტაჟებული ჭკვიანი სისტემები დაითვლიან დღისა თუ წლის მონაკვეთებში ნაკადების ფაქტობრივ მონაცემებს და აქედან გამომდინარე, ელექტრონული პროგრამის საშუალებით მოხდება ოპტიმალური სქემების შემუშავება, თუ როგორ ჯობს დღის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მართვა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია, დღეს, გლდანის რაიონში, დეპოს ტერიტორიაზე გაიმართა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930