11-01-2023
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?active=1ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?active=1
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაური მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია, ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის დებულებაში.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||