გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

18-01-2023

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031