გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

24-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
 
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ზაზა ალექსიძის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
 
„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31